დონალდ ტრამპი "ნიუ იორკ თაიმსის" მიერ გავრცელებულ ცნობებს სიცრუეს უწოდებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიებზე კომენტარი ტელეკომპანია ფოქსთან ინტერვიუში გააკეთა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, დაზვერვის სამსახურს მისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია, რომ ავღანეთში რუსები ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ მებრძოლებს ამერიკელი სამხედროების მკვლელობას სთავაზობდნენ, რადგან ცნობები არასარწმუნოდ ჩათვალეს. ახლა კი ირკვევა, რომ პრეზიდენტს წერილობით აცნობეს და მისთვის სიტყვიერად არავის უთქვამს.
უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი აცხადებს, რომ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, რუსეთის მიმართ შეერთებული შტატების პასუხი მკაცრი იქნება.